გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ნადარეიშვილი: მთავრობის მიერ IT ინდუსტრიისთვის დაწესებული შეღავათების შედეგად, საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო კომპანია Making Science-ი შემოვიდა

17-09-2021

საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო IT კომპანია, ესპანური Making Science შემოვიდა, რომელმაც ინვესტირება განახორციელა ქართულ IT კომპანია Sweeft Digital-ში. ამ თანამშრომლობით Making Science-ი საქართველოდან განახორციელებს ოპერირებას და ქართულ კომპანიასთან ერთად მომსახურებას გაუწევს საერთაშორისო კლიენტებს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ამ თანამშრომლობის შედეგად, Sweeft Digital-ში დასაქმებულ რამდენიმე ასეულ ჩვენს თანამოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, გახდეს მსხვილი IT კომპანიის წევრი, მოემსახუროს საერთაშორისო ბაზრებს და აიმაღლოს კვალიფიკაცია.


„ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა ინტენსიურად უჭერს მხარს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას. ერთ-ერთი პრიორიტეტული ინდუსტრია, რომლისთვისაც გასულ წელს დამტკიცდა სპეციალური საგადასახადო რეჟიმი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის შემოღებით, უშუალოდ IT ინდუსტრიის განვითარებასა და ქართულ ბაზარზე საერთაშორისო მოთამაშეების მოზიდვას ეხება. შედეგად, ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე წარმატებული მაგალითი, როდესაც ქართულ ბაზარზე გლობალური მასშტაბის IT კომპანიები შემოვიდნენ და აქედან ახორციელებენ ოპერირებას. დღეს კიდევ ერთმა საერთაშორისო IT კომპანია Making Science-მა მიიღო საქართველოში ინვესტირების და აქ საქმიანობის გადაწყვეტილება, რაც ჩვენს რამდენიმე ასეულ თანამოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, გახდნენ მსხვილი აიტი კომპანიის წევრები, მოემსახურონ საერთაშორისო ბაზრებს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაეხსნათ აბსოლუტურად ახალი პერსპექტივები", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.


საქართველოს მთავრობის მიერ გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილებით, IT კომპანიებს, რომლებიც ექსპორტზე არიან ორიენტირებული და მოიპოვებენ საერთაშორისო კომპანიის სტატუსს, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი 5%-მდე შეუმცირდათ. შედეგად, საქართველოში შემოვიდნენ ისეთი მსხვილი ამერიკული IT კომპანიები, როგორებიც არიან ეპამი და ექსადელი, რომელთაც დღეისთვის საქართველოს რამდენიმე ასეული მოქალაქე ჰყავთ დასაქმებული.