გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ბოლნისის მერიაში თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიული რეზერვის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

17-09-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს  ტერიტორიული რეზერვის პროგრამა გააცნო. პროგრამა 4 წლიანია და ის ანაზღაურებად საკონტრაქტო სამსახურს გულისხმობს.

 

ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა   რეზერვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და შეხვედრის მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საინფორმაციო შეხვედრა  კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.

 

ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, კახეთის,  იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მხცოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები 18-დან 51  წლის ჩათვლით. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის  სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო  სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

 

ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს გაუფორმდებათ 4 წლიანი კონტრაქტი.

 მათი ანაზღაურება ყოველთვიურად შეადგენს წოდებრივი სარგოს 20%-ს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად აიღებენ.

რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება შეადგენს 2700 ლარს.

 

რეზერვში ჩარიცხვის მსურველებს შეუძლიათ გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია ვებ გვერდზე-

onlinebct.mod.gov.ge