გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აფხაზეთში 3 ტონამდე აზიური ფაროსანა შეაგროვეს

19-04-2018

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მცენარეთა კარანტინის დარგში სახელმწიფო ინსპექციის უფროსის, არკადი ჯინჯიას თქმით, აზიურ ფაროსანასთან მექანიკური მეთოდებით ბრძოლამ დადებითი შედეგები გამოიღო და მავნებლის პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა.

„მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო ამ სამუშაოებში, განსაკუთრებით გალის, ტყვარჩელის, ოჩამჩირისა და გულრიპშის რაიონებში. როდესაც შეგროვება გამოცხადდა, დაახლოებით 2.5 ტონა აზიური ფაროსანა შეგროვდა. ამ ყველაფრში ფულს რუსეთის ფედერაცია იხდიდა. დღესაც მიდის მექანიკური შეგროვება და ვფიქრობ, რომ ეს ბოლო ეტაპი იქნება. აფხაზეთის მთავრობა ხალხს დაპირდა, რომ სამთავრობო ფონდიდან თანხას გადაუხდის. ვფიქრობ, ეს პარასკევს მოხდება“, - განაცხადა ჯინჯიამ.

ხელით შეგროვების შემდეგ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ტერიტორიების ქიმიურად დამუშავებას დაიწყებენ.

აფხაზეთში აზიური ფაროსანის მომრავლების გამო 2018 წლის მარტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, აფხაზეთის ტერიტორიიდან რუსეთში მცენარეული წარმოშობის პროდუქციის შეტანა აიკრძალა. ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოსახლეობას მისი შეგროვებისკენ მოუწოდა და ჯილდოც დააწესა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ერთ კილოგრამი ფაროსანას სანაცვლოდ ათას რუბლს იხდიდნენ.

reginfo.ge