გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„თიანეთის ბიუჯეტიდან ქუცნაშვილის რესტორნისათვის გადარიცხული კიდევ ერთი მსხვილი თანხა

23-11-2017

თიანეთის ბიუჯეტიდან სარესტორნო მომსახურებისათვის  წარმომადგენლობითი ხარჯების  70 % ზაქარია ქუცნაშვილის რესტორნისთვისაა გადარიცხული. ამის შესახებ  თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა მუნიციპალიტეტის ახალი საკრებულოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.


„სამწუხაროა, რომ მთლიანად ეს გახარჯულია ჩვენი წინამორბედების მიერ და ძალიან ბევრ შემთხვევაში, უაზროდ. უფრო სწორად აზრიანადაც. იმიტომ, რომ წარმომადგენლობითი ხარჯების თითქმის 70%  გადარიცხულია ზაქარია ქუცნაშვილის კერძო დუქანზე,"-აცხადებს  მეჭიაური.


პირადი კომფორტისთვის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კიდევ ერთ ფაქტს ასაჯაროებს მეჭიაური.

„ადგილობრივი ბიუჯეტიდან წინასწარი განზრახვით, შენობის რემონტისთვის  30441 ლარი გაიხარჯა. აღნიშნული შენობა, კეთილმოწყობილ ტერიტორიასთან ერთად, რემონტის დამთავრებისთანავე, უსასყიდლო უზურფრუქტით  ქუცნაშვილს ოფისისთვის გადაეცა...ეს მაშინ, როცა იგივე მიზნებისთვის პარლამენტიდან  დაფინსებას თვეში 5000 ლარის ოდენობით იღებდა“- წერს მეჭიაური „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.