გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მასშტაბური გამწვანების ღონისძიება რუსთავში

19-04-2018

# 16-ე საჯარო სკოლის ინიციატივითა და სკოლის მოსწავლეების უშუალო ჩართულობით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამწვანების ღონისძიება გაიმართა. საგაზაფხულო გამწვანების აქციაში რუსთავის მერი პედაგოგებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო. აქტივობის ფარგლებში 250 სხვადასხვა ჯიშის ყვავილი დაირგო. აქციის მონაწილეებმა მცენარეები ქოთნებში გადაიტანეს, მოგვიანებით კი როგორც სკოლის ადმინისტრაციაში განაცხადეს, მცენარეების გადარგვა უკვე სკოლის ტერიტორიაზე მოხდება.

"დღევანდელი აქტივობა გახლავთ პროექტის შემადგენელი ნაწილი, პროექტის სახელწოდებაა იზრუნე არ იძალადო,რომელიც ერთი თვეა რაც მიმდინარეობს ჩვენს სკოლაში. დღევანდელ აქტივობას რაც შეეხება ეს იყო მცენარეების გადატანა ქოთნებში, ფინანსურად ქალაქის ხელმძღვანელობა დაგვეხმარა. მოსწავლეებმა უნდა იზრუნონ მცენარეებზე და ამ მზურველობაზე მიმართული ძალისხმევაა სწორედ პროექტის მიზანი"- განაცხადა #16 საჯარო სკოლის დირექტორმა ირინა მელქაძემ

გამწვანების ღონისძიებაში, 500 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ 1 დან 11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები და მოხალისეები რომლებიც 16 საჯაროს სკოლის ინიციატივას შეუერთდნენ.

"მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ხელფასების ხარჯზე დაზოგილი თანხით დავაფინანსეთ ეს პროექტი, რათქმაუნდა ეს ყველაფერი არის ნებაყოფლობითი. თანხა გრანტის სახით გადაეცა სკოლას რომელმაც განახორციელა ეს აქტივობა. გეტყვით, რომ ჩვენი ინიციატივა სკოლებში წარმოდგენილი პროექტების დაფინანსებას ემსახურება და ერთერთი ასეთი პროექტი იყო დღეს 16 საჯარო სკოლაში. ემოციები ვერ დავმალე როდესაც ამხელა აქტივობაა დავინახე.  ჩემთვის საამაყოა როცა ვხედავ რომ ბავშვები ფიქრობენ გამწავნებაზე და ზრუნავენ ამ ყველაფერზე. ემოციების ქვეშ ვარ და ჩემი ემოციები ყველაზე კარგად ბავშვებმა დაინახეს" -განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ

ნარგავების მოვლა-პატრონობას საგანმანათლებლო დაწესებულება და სკოლის მოსწავლეები უზურველყოფენ.

 

"ინფორუსთავი"