გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნიკანორ მელიას ზუგდიდის სასამართლოში იბარებენ

19-04-2018

ზუგდიდის სასამართლო , კორცხელის საქმესთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკანორ მელიას იბარებს. ამის შესახებ შუამდგომლობა პროკურორმა ნუგზარ ჯიქიძემ დღეს დააყენა. მისი განმარტებით, მოწმემ გუშინ და დღეს გამართული სხდომების შესახებ იცოდა, თუმცა ის პროცესზე ვერ გამოცხადდა.

„მოწმემ განაცხადა, რომ ის სხდომაზე დასწრებას 27 აპრილის შემდგომ მოახერხებს. ვაყენებ შუამდგომლობას, რომ გამოძახებულ იქნას სასამართლოს დახმარებით“, - აღნიშნა ჯიქიძემ.

აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლე შოთა ბიჭიამ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილებას ბრალდებულების უფლებადამცველი ზურაბ ბელთაძე დაეთანხმა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა, შუამდგომლობა მოწმის იძულებით გამოცხადების შესახებ ყოფილიყო. რაც შეეხება ბრალდებულების უფლებას დუმილის გამოყენების შესახებ, ადვოკატის თქმით, ეს ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.

„საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, უბრალოდ პროცესზე გავაჟღერეთ, რომ შესაძლოა ბრალდებულებმა კანონოთ მინიჭებული უფლება გამოიყენონა და სასამართლოს ჩვენება არ მისცენ“, - თქვა ბელთაძემ.

შემდეგი სასამართლო სხდომა 18 მაისს გაიმართება.

რადიო "ათინათი"