გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პანკისის ხეობაში დღეს ადგილობრივები აქციას გამართავენ

20-04-2018

პანკისის ხეობაში, პარასკევის ლოცვის შემდეგ, ადგილობრივები აქციას გამართავენ. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ დაუდასტურა. 
როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, ხეობის მოსახლეობის ინიციატივით შეიკრიბებიან და ხელისუფლების მიმართ გარკვეულ მოთხოვნებს გააჟღერებენ.

"ხეობის მოსახლეობის ორგანიზებით, პარასკევს, ლოცვის შემდეგ შევიკრიბებით. როგორც ვიცი, მთელი ხეობა აპირებს გამოსვლას და პროტესტის გამოხატვას. მათ თავისი მოთხოვნები აქვთ. კარგად იციან, რომ გამოსაძიებელიც არაფერია და პროკურატურა დროს წელავს. ამიტომ თბილისში ჩასვლამდე აქ შევიკრიბებით და მოვითხოვთ, სპეცოპერაციის დამგეგმავი და მონაწილე პირების დასჯას. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ ჩვენს ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს და თემირლანი უდანაშაულოდ ცნონ. ასევე, არის სხვა საკითხებიც, რაზეც პარასკევს ვისაუბრებთ", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"