გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლები თბილისში აქციას გამართავენ

20-04-2018

აგარიდან ორდღიანი მსვლელობის შემდეგ კომპანია „აგარის შაქრის“ თანამშრომლები დღეს თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავენ. ისინი ქარხნის ამუშავებას და ამ პროცესში მთავრობის ჩართვას მოითხოვენ.

„შიმშილის წინაშე ვდგავართ. აგარაში ჯერ ქარხანა დაარსდა და მერე იმის გარშემო მოსახლეობა. ქარხნის გარეშე აგარაში მოსახლეობა ვერ იარსებებს. მონობას ვითხოვთ იმისთვის, რომ უბრალოდ ვიარსებოთ. 300-400 ლარიან ხელფასზეა საუბარი, 180 ლარიანი თანამშრომლებიც გვყავს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა ჩუტკერაშვილმა.

შაქრის ქარხნის თანამშრომლებმა აგარიდან თბილისამდე 110 კილომეტრი ფეხით გაიარეს.

„ამით გვინდოდა დაგვენახებინა, რა დღეში ვართ. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა შრომის უფლების დაბრუნება. თუ ეს ასე არ მოხდება, მთავრობამ გვასწავლოს როგორ ვიცხოვროთ“, – ამბობს ზაზა აბდულიშვილი.

„აგარის შაქრის“ ქარხანა ექვს თვეზე მეტია გაჩერებულია. ქარხნის მფლობელების განცხადებით, მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც წარმოება შეაჩერეს. „აგარის შაქრის“ თანამშრომლები ქარხნის ამუშავებას ითხოვენ და აქციებს მართავენ. მათი თქმით, აგარის მოსახლეობის დიდი ნაწილი აღნიშნულ ქარხანაში იყო დასაქმებული, საწარმოს მუშაობის გაჩერების შემდეგ კი ისინი უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

reginfo.ge