გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

„ხვანჭკარის" ხარისხისა და უნიკალურობის დასაცავად რაჭაში სპეციალური ღონისძიებები დაიწყო

21-09-2021

ოქტომბრის პირველ ნახევარში რთველი რაჭის რეგიონშიც დაიწყება. ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარა" ჯიშობრივი სიზუსტის დაცვა და ხარისხის უზრუნველყოფა ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა.


„ხვანჭკარის" ხარისხისა და უნიკალურობის დასაცავად, რაჭაში სპეციალური ღონისძიებები უკვე დაიწყო.


რაჭის რეგიონის შესასვლელებში მოეწყო სპეციალური საკონტროლო პუნქტები. შემოწმდება რეგიონში შემოსული ყველა მანქანა, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა.


ამავე მიზნით, რთველის დაწყებისთანავე, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს გაუწევენ ჩასაბარებელი ყურძენს, რათა არ მოხდეს სხვა ჯიშების „ხვანჭკარის" სანედლეულო ჯიშებში - მუჯურეთულ/ალექსანდროულში შერევა.


რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში გაიხსნება.


ყურძნის მოსავლის დაბინავების პარალელურად, უპირველეს ამოცანად რჩება ქართული ღვინის, რაჭის შემთხვევაში კი, განსაკუთრებით, ღვინის „ხვანჭკარა" ხარისხის უზურუნველყოფა და უნიკალური თვისებების შენარჩუნება.