გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სებასტიან კურცი: დიდი მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენი კარგი შეხვედრისა და ავღანეთის თემაზე მრგვალი მაგიდის პრინციპით გამართული მაღალი დონის დისკუსიებში მონაწილეობისთვის

22-09-2021

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრისა და ავღანეთის თემაზე მრგვალი მაგიდის პრინციპით გამართული მაღალი დონის დისკუსიებში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის.


ამის შესახებ სებასტიან კურცი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.


მისივე თქმით, ავსტრიასა და საქართველოს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ.


"დიდი მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენი კარგი შეხვედრისა და ავღანეთის თემაზე მრგვალი მაგიდის პრინციპით გამართული მაღალი დონის დისკუსიებში მონაწილეობისთვის.

ავსტრიასა და საქართველოს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ. ჩვენ ახალი კორონავირუსის პანდემიის დროსაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ",- წერს სებასტიან კურცი.