გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

22-09-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სამუშაო სადილის ფორმატში გაიმართა.

 

შეხვედრისას ისაუბრეს ასოცირებული ტრიოს ფორმატის მნიშვნელობასა და პოლონეთის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის როლზე ასოცირებული ტრიოს მხარდაჭერის კუთხით.

 

აღინიშნა, რომ სამი ქვეყანა არის გამოკვეთილი პარტნიორი აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით და მნიშვნელოვანია, მათი როლი კიდევ უფრო მკაფიოდ იყოს წარმოჩენილი აღმოსავლეთ პარტნიორობის უახლოეს სამიტზე, მათ შორის უზრუნველყოფილი იყოს დიფერენცირებული მიდგომის პრინციპი - „მეტი მეტისთვის".

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს საბოლოო მიზანია, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და მნიშვნელოვანია, რომ ამბიციური გეგმა, 2024 წელს ქვეყანამ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მხარდაჭერილი იყოს ევროპელი პარტნიორების მხრიდან.

შეხვედრას, საქართველოს დელეგაციიდან, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.