გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ზალკალიანი: პრემიერი მიწვეული იყო ავსტრიის კანცლერის ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც საუბარი შეეხო ავღანეთს და იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც საქართველომ შეასრულა ჰუმანიტარულ მისიაში

22-09-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები, სადაც განსაკუთრებით გამოიკვეთა საქართველოს როლი რეგიონში და ის ფუნქცია, რასაც ჩვენ ვასრულებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.


მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეული იყო ავსტრიის კანცლერის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც საუბარი შეეხო ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს და იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც საქართველომ შეასრულა ჰუმანიტარულ მისიაში.


„მთელი მსოფლიო, ჩვენი ევროპელი პარტნიორები აღიარებენ მართლაც ძალიან წარმატებულ როლს, რომელიც ჩვენ შევასრულეთ ავღანეთიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანის პროცესში. ეს მისია იყო ძალიან კარგად ორგანიზებული და ჩვენი სახელმწიფო უწყებები იყვნენ მაქსიმალურად მოწოდების სიმაღლეზე, მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებოდნენ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან და სწორედ ამ ფუნქციასა და როლზე გამახვილდა ყურადღება დღევანდელ შეხვედრაზე. ასევე საუბარი შეეხო მომავალ პერსპექტივებს და თანამშრომლობას ჰუმანიტარული მისიის კუთხით და რა როლი შეიძლება შეასრულონ ქვეყნებმა და მათ შორის საქართველომ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.