23-09-2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 553 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 965 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 588 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 653 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 602 065-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.85% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.44%.
• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 646 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 570 443.
• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 711 პირი ემსხვერპლა.
➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 559 შემთხვევა, აჭარა - 100, იმერეთი - 227, ქვემო ქართლი - 116, შიდა ქართლი - 117, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 180, კახეთი - 241, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 22 885 საიდანაც:
• 4 915 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 842, აჭარაში - 503, იმერეთში - 962.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 138 პირი, მათ შორის, თბილისში - 427, აჭარაში - 127, იმერეთში - 315. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 305 პირი, მათგან თბილისში - 182, აჭარაში - 27, იმერეთში - 28.
• 930 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 474 - თბილისში, 293 - აჭარაში.
• 17 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 0.
• სულ 6 ოქტომბრიდან - 22 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 160 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 056 ადამიანი.