გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლერი ბარნაბიშვილი: პრემიერის გადაწყვეტილებით კახეთში, გურიაში და აჭარაში სტიქიით მიყენებულ ზარალს მთავრობა აანაზღაურებს

24-09-2021

საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან როსტომ სესიაშვილთან ერთად ყვარლის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში იმყოფებოდა, სადაც გასულ თვეს სტიქიამ მოსახლეობის სახლები დააზიანა.


ლერი ბარნაბიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება პირადად გააცნო. საქართველოს მთავრობის 22 სექტემბრის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ყვარლის მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო 1 მილიონი ლარი, რომელიც 26 აგვისტოს ყვარელსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში გავაზში, შაქრიანში, კუჭატანში, გრემსა და შილდაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ასი საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოხმარდება.


„მოგეხსენებათ გასულ თვეს კახეთში მომხდარმა სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით დააზარალა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის დამატებით ერთი მილიონი ლარი გამოიყო, რომელიც დაზიანებული სახლების აღდგენას მოხმარდება. შეგახსენებთ, რომ სტიქიისთვის აქამდე საქართველოს მთავრობამ მილიონ ნახევარი ლარი უკვე გამოყო დღეს კი დამატებით თანხის მობილიზება მოხდა"-განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.


მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი აჭარის და გურიის რეგიონში მომხდარ სტიქიასაც გამოეხმაურა, ლერი ბარნაბიშვილის თქმით მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პრემიერის გადაწყვეტილებით კი დაზარალებულ მოსახლეობას საქართველოს მთავრობა დაეხმარება, მოხდება ყველა იმ დაზიანებული სახლის აღგენა, რომელსაც სტიქიამ მიაყენა ზიანი.


„მინდა გამოვეხმაურო გურიაში და აჭარაში განვითარებულ მოვლენებს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ადგილობრივმა მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყო სამუშაოები, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია და მათი აღდგენითი სამუშაოები დაფინასდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მინდა ვუთხრა მოსახლეობას რომ არცერთი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების მიღმა მათ ექნებათ მაქსიმალური გვერდში დგომა მთავრობის მხრიდან,"- განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.