გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდის მერობის კანდიდატი ფერმერებს შეხვდა

24-09-2021

პარტია „ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი გუგუჩიასთან ერთად, თხილის სექტორში დასაქმებულ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ გამოწვევებზე, მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.


მამუკა წოწერიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა „ქართული ოცნების" გუნდის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რისი ნათელი მაგალითიც დარგში ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები და ის რეფორმებია, რაც სექტორში დასაქმებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს, სახელმწიფოსგან, სხვადასხვა მიმართულებით, მნიშვნელოვანი ხელშეწყობა მიიღონ.


„ფერმერებისგან უშუალოდ მივიღეთ ინფორმაცია იმ ძირითად გამოწვევებზე, რომელიც არსებობს თხილის სექტორში. აქედან გამომდინარე, დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რათა ქართულ თხილს ჰქონდეს ხარისხის ის ნიშანი, რომელიც მას საერთაშორისო ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანს გახდის", - განაცხადა მამუკა წოწერიამ.


კანდიდატის განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონში განსაკუთრებულ პრობლემას აზიური ფაროსანა წარმოდგენდა; სახელმწიფოს მიერ გატარებული სამუშაოების შედეგად, უმნიშვნელოვანესი შედეგი იქნა მიღწეული და ფერმერები თხილის კარგ მოსავალს იღებენ.


ბოლო მონაცემებით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 7.7 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის ღირებულებამ 33.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.