გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

იოსებ ხახალეიშვილი: გვჯერა, რომ ჩვენი გუნდი თქვენგან კვლავაც მყარ მხარდაჭერას მიიღებს

24-09-2021

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად, დიდ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებს შეხვდა და საკუთარი პროგრამა გააცნო, მათ შორის, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის ხედვა, რომელიც დღემდე ქუთაისს არ ჰქონია. ოთხი მიმართულება, რომელიც ქუთაისის განვითარებისთვის განისაზღვრა, მთავარი გარანტია თანმიმდევრულად განხორციელდეს ქალაქის პერსპექტივა და თანაბარი სარგებელი მოუტანოს ნებისმიერ სფეროში დასაქმებულს, ან დასაქმების მაძიებელს.


იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, მეწარმეობის განვითარებისა და, ზოგადად, სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ამ თვალსაზრისით, მოქმედებს რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია მეწარმეობის, მათ შორის, მცირე და მიკრო მეწარმის ხელშეწყობაზე.


„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატის თქმით, ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, სწორი სატრანსპორტო პოლიტიკით და ტურიზმის განვითარებით, ახალი ინვესტორების მოზიდვა და მათთვის სასურველი გარემოს შექმნა ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქუთაისის ეკონომიკურ განვითარებას. მომავალში გაგრძელდება და გაფართოვდება მეწარმეობის მხარდამჭერი პროექტები თუ სახელმწიფო პროგრამები; ხელი შეეწყობა ინოვაციური ეკოსისტემის სრულყოფას; წარმოების გასაძლიერებლად გაგრძელდება ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამების დახვეწა და მათი ეფექტიანობის გაზრდა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმები, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქუთაისი და გვჯერა, რომ ჩვენი გუნდი თქვენგან კვლავაც მყარ მხარდაჭერას მიიღებს. სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში ერთად უნდა ვიზეიმოთ ჩვენი საერთო გამარჯვება", - განაცხადა შეხვედრებზე იოსებ ხახალეიშვილმა.