გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

24-09-2021

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა ქ.თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტი „შპს ვარძია" (ს.კ 201953831) შეამოწმა. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, რის გამოც, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 68-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით.


გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (64-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).


„შპს ვარძია" საქმიანობის გაგრძელებას კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ შეძლებს.