გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რეგიონების განვითარებისათვის სამუშაო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

20-04-2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორს ლევან შონიას შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე, რეგიონში არსებული პრობლემები, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალსა და რეგიონის განვითარების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო რეგიონის მოსახლეობის პირველად საჭიროებებს, მათ შორის გზებისა და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის პროექტებს.

შეხვედრაზე მინისტრის პირველი მოადგილე და გუბერნატორი შეთანხმდნენ,   სამუშაო პროცესში კოორდინირებულ კომუნიკაციაზე კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.

მინისტრის პირველი მოადგილე, მსგავსი ხასიათის შეხვედრებს აქტიურად გააგრძელებს.