გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოში უმსხვილესმა ამერიკულმა ბიზნეს სერვისების კომპანია Concentrix-მა დაიწყო ოპერირება

25-09-2021

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით, საქართველოში უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია Concentrix შემოვიდა.


Concentrix-ი მომსახურებას მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს აწვდის; ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, ელ. ვაჭრობის, საბანკო და სხვა სექტორებში. იგი საკუთარი მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია და მსოფლიოს მასშტაბით 250,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

Concentrix-ისა და სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში მრავალ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანია საქართველოდან მსოფლიოს წამყვან ბრენდებს დისტანციურად მიაწვდის სერვისებს.

სააგენტოს დირექტორის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით: „გლობალური კომპანიების მოზიდვა სააგენტოს ინვესტიციების მიმართულების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენთვის ისეთი მსოფლიო ბრენდის მიერ საქართველოზე არჩევანის გაკეთება, როგორიც Concentrix-ია. ჩვენ გავაგრძელებთ კომპანიის მხარდაჭერას და ხელს შევუწყობთ მათ გაფართოვებას ქვეყანაში".


Concentrix-ის ოფიციალურ განცხადებაში, აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი სერიოზული მიღწევაა კომპანიისათვის: „საქართველოს Concentrix-ის ოჯახში გაწევრიანება კომპანიის გაფართოვების სტრატეგიის მნიშნველოვანი ნაწილია, რომელიც კომპანიას საკუთარი გლობალური დაფარვის ზონის გაზრდაში დაეხმარება."


კომპანიამ უკვე დაიწყო თანამშრომლების პირველი ნაკადის აყვანა და ეს პროცესი სამომავლოდაც ეტაპობრივად გაგრძელდება. საქართველოსა და ბულგარეთის ლოკაციების დირექტორი, პაველ პაულა: „ჩვენ მოუთმენლად ველით ახალი ქართველი კოლეგების მიღებას Concentrix-ის ოჯახში და მზად ვართ ვიყოთ გამორჩეული დამსაქმებელი, რომელიც ზრუნავს მის თანამშრომლებსა და საზოგადოებაზე".


ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO) მიმართულებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სსიპ-აწარმოე საქართველოში „Invest in Georgia"-ს 2020-2022 წლის სტრატეგიული მიზნების ნაწილია და სააგენტო აქტიურად მუშაობს ხსენებული მიმართულებით, როგორც კომპანიებთან პირდაპირი კომუნიკაციის, ასევე მარკეტინგის და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვან წყაროებში საქართველოს შესახებ ინფორმაციის ინტეგრირების კუთხით.