გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

20-04-2018

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 6 ათასი ლარი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ქუთაისში მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
"შეტყობინების შემოსვლისთანავე, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", -აცხადებენ სამინისტროში.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"