ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ირაკლი ტაბაღუა ხატვის კონკურსში გამარჯვებულ რუსთაველ მოსწავლეებს და მათ პედაგოგს შეხვდა

20-04-2018

ირაკლი ტაბაღუა მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად, ბავშვთა ნახატების საერთაშორისო კონკურსის - ,,დამიხატე მშვიდობა’’ გამარჯვებულ ორ რუსთაველ მოსწავლეს, ქეთევან სურმავას, ეკატერინე სეხნიაშვილს და მათ პედაგოგს, მხატვარ დარეჯან ნოზაძეს შეხვდა.

ქალაქის მერმა პატარა მხატვრებს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადასცა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ხატვის საერთაშორისო კონკურსში 3000 ბავშვი მონაწილეობდა. 
50 საუკეთესო ნახატის ავტორი, მათ შორის, რუსთავის სამხატვრო სკოლა ,,არტ კერის’’ მოსწავლეები - 14 წლის ქეთევან სურმავა და 11 წლის ეკატერინე სეხნიაშვილი სპეციალურმა ჟიურიმ ბრმა შერჩევის პრინციპით დაასახელა.

საუკეთესო კონკურსანტების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარე წლის 7 მაისს, პარიზში გაიმართება.

გამარჯვებულებს საპატიო სიგელები და ლაუერატის მედლები გადაეცემათ.

ბავშვთა ნახატების საერთაშორისო კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ. 
პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია ,,club de chance”-ის ინიციატივით ხორციელდება.