25-09-2021
ახალი ხიდი მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის მთისძირა არხზე დამონტაჟდა. საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩატარებულ საუშაოებს ადგილზე გაეცნო.
„დავასრულეთ ხიდის მშენებლობა, რომელიც მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებთან აკავშირებს. ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ასეთი მასშტაბის სამუშაოები ამ ობიექტზე, მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, პირველად განხორციელდა. რაც ყველაზე მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ამ ხიდით ყოველდღიურად სარგებლობს, საკუთარ 1000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო ფართობებზე როგორც ფეხით მისასვლელად, ისე ტექნიკის მისაყვანად, კმაყოფილია”, - განაცხადა დავით წითლიძემ.
რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში, არსებული ხიდის დემონტაჟი და ახალი ხიდის მონტაჟი განხორციელდა, მოეწყო ბურჯები, გადასასვლელი ფილები, ხიდის საგზაო ნაწილი, რკინაბეტონის პარაპეტები და ლითონის მოაჯირები.
ხიდის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილმა თანხამ 372,198 ლარი შეადგინა.