გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ზურაბ აბაშიძე: ის, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების დამსახურებაა

28-09-2021

27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღიდან 28 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე აფხაზეთის ომის ვეტერან ვაჟა სიხარულიძეს ესტუმრა და მის საჭიროებებს პირადად გაეცნო.


მაჟორიტარობის კანდიდატმა აფხაზეთის ომში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მისი თქმით, ის რომ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, სწორედ იმ გმირების დამსახურებაა, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში საკუთარი თავდადებით უდიდესი წვლილი შეიტანეს.


როგორც ზურაბ აბაშიძემ ომის ვეტერანთან საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ოკუპაცია დღემდე რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად, ერთობლივი ძალისხმევით ქართველი ერი აუცილებლად მიაღწევს ქვეყნის გაერთიანებას.


ზურაბ აბაშიძე: „თქვენი სიმამაცე და თქვენი ისტორია ქმნის დღეს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის საფუძველს და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით, საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით, მშვიდობითა და განვითარებით დავძლევთ ყველა გამოწვევას და აუცილებლად მივაღწევთ საერთო მიზანს – ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას."


აღსანიშნავია, რომ ვეტერანთა ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს შემუშავებული და მომავალშიც, მათი და მათი ოჯახების მხარდაჭერისთვის, სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების განხორციელება იგეგმება.