23-04-2018
ბათუმსა და ოზურგეთში დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენციები გაიმართება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, კონფერენციებზე საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებსა და ყრილობის დელეგატებს აირჩევენ.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ბათუმში კონფერენცია - 12:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ოზურგეთში კი 14:00 საათზე, ურეკის კულტურის სახლში გაიმართება.
"ინტერპრესნიუსი"