28-09-2021
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი სრულიად ახალი, 51 კილომეტრიანი გზის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება 110 მილიონი ლარი დაჯდა და თბილისიდან რაჭამდე სულ რაღაც სამ საათში ჩამოვალთ, რაც ძალიან კომფორტულია ჩვენი მოქალაქეებისთვის- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ ჩვენს მოსახლეობას რომ კიდევ ერთხელ ავუხსნათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა. ეს არის ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა, 51 კილომეტრიანი გზა, სრულიად ახალი გზა, რომელიც ჩვენ დავაგეთ და 110 მილიონი ლარი დაჯდა ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი. თბილისიდან რაჭამდე ჩამოვალთ სულ რაღაც სამ საათში და დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან კომფორტული გზა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაჭის მოსახლეობისთვის, ზემო იმერეთის მოსახლეობისთვის და ჩვენი ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვულოცავ რაჭის მოსახლეობას ამ პროექტის განხორციელებას და კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.