გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმში 1400 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდება

28-09-2021

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში (დემეტრე თავდადებულის ქ. №61) 1 400 მოსწავლეზე გათვლილი (ორ ცვლაში) ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება.


აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული კომპანიის მიერ დასრულდა პროექტირების პირველი ეტაპი.


შეიქმნა თანამედროვე სკოლის პროექტი - საგანმანათლებლო, სპორტული და დასასვენებელი სივრცეებით.

პროექტის მიხედვით აშენდება 3 სართულიანი შენობა, სადაც საკლასო ოთახების გარდა განთავსდება:

- ლაბორატორიები, შესაბამისი ინვენტარით.

- ბიბლიოთეკა სამკითხველო და სადისკუსიო სივრცეებით;

- კომპიუტერული ოთახი.

- სააქტო დარბაზი - 150 მაყურებელზე.

- სპორტდარბაზი - ტრიბუნებით;

ენობა იქნება სრულად ადაპტირებული და მოეწყობა ლიფტი.


კოლის ტერიტორიაზე განთავსდება ღია მოედანი და ეზო კეთილმოეწყობა მწვანე ნარგავებით.


პროექტის ავტორია კონკურსში გამარჯვებული კომპანია სს ,,აჭარკაპმშენი"