გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავში კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

23-04-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე,  ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ ტყის მასივის მოვლა - პატრონობის სპეციალური და მოვლითი ჭრების დაგეგმვა - განხორციელების განყოფილების უფროსმა, რუსთავის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, კაკლის ხეების უკანონო მოჭრის სანაცვლოდ, მოქალაქეს  1 200 ლარი გამოართვა. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 - ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.