გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ეს დესტრუქციული ძალა რა წამს გავა პარლამენტიდან, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მოხდება მათი სრული მარგინალიზება, ბოლომდე თავს დაიმარხავენ

29-09-2021

სცენარი რომ წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტურად, რომ „ნაცმოძრაობა" გადის პარლამენტიდან თავისი დანაყოფებით, ხაზარაძე და ა.შ იქ რჩებიან სხვა პარტიები, რომლებიც ძალიან კონსტრუქციულ ხასიათს ატარებენ და ვფიქრობ, არიან მზარდი პარტიები და აქვთ პოტენციალი, ჩამოყალიბდნენ ძლიერ, კონსტრუქციულ და ჯანსაღ ოპოზიციად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან კარგი იქნება, თუ ისინი გავლენ პარლამენტიდან, ვინაიდან მაშინვე დაიწყება მათი მარგინალიზება.


„ძალიან კარგი იქნება, რომ გავიდნენ პარლამენტიდან, ეს იქნება იდეალური. ყველა ეს დესტრუქციული ძალა რა წამს გავა პარლამენტიდან, მოხდება მომდევნო 3 წლის კი არა, 3 თვის განმავლობაში მათი სრული მარგინალიზება, ბოლომდე თავს დაიმარხავენ, პარლამენტი დამშვიდდება, ქვეყანა დამშვიდდება, დაწყნარდება და გარწმუნებთ, არავითარი რყევა არ მოხდება ქვეყანაში. მრავალფეროვნებაზე მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება, მაშინ, როცა ჩვენი გადაწყვეტილებით პროპორციული არჩევნები დაინიშნა. გასაგებია, რომ ჰიბრიდული იყო, 30 მაჟორიტარი დავტოვეთ, მაგრამ ზღვარი იყო 1%. 9 პარტიამ გადალახა ეს ზღვარი. შესაბამისად, ყველა პარტიამ და მისმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ თავიანთი ამომრჩევლების ნებას და მათ გადაწყვეტილებას. თუ ამის შემდეგ ეს ადამიანები საკუთრი ნებით, სურვილით დატოვებენ პარლამენტს და იგნორირებას გაუკეთებენ საკუთარი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას, ეს რა თქმა უნდა, არის მათი პასუხისმგებლობა. ამას განიხილავს სააკაშვილი, ხაზარაძის პარტია, დადასტურებულად ვიცი და მე გზა დამილოცნია. ნამდვილად გამიხარდება, თუ ისინი დატოვებენ პარლამენტს, პარლამენტიც დამშვიდდება და არ ვიქნებით მომსწრენი იმ მუდმივი, პერმანენტული საბოტაჟისა და დესტრუქციისა, რაც პარლამენტში ხდებოდა. რა უნდა მელიას პარლამენტში. კაცი არის ჩვეულებრივი კრიმინალი. რა უნდა ამ ადამიანს, არათუ პარლამენტში, არამედ თბილისის მერად. ეს ხომ სირცხვილია უბრალოდ. სად უნდა გამოყოს ქვეყანამ თავი, რომ კრიმინალს, რომელიც მხილებულია და მსჯავრდებული, ყველაფერი იყო და ბოლოს ბრალდებული იყო შტურმის და ძალადობის ორგანიზებისთვის, რა უნდა თბილისის მერად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.