გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: საზოგადოების დაახლოებით 80% საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის წინააღმდეგია

29-09-2021

საზოგადოების დაახლოებით 80% საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის წინააღმდეგია, პოლიტიკოსი და მმართველი შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ როცა მმართველის მიმართ ზიზღი და აგრესია გაქვს, ეს სამუდამოდ რჩება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში სახელმწიფო კანონის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას და ეს არასერიოზული კაცი შევა ციხეში.


„სააკაშვილის მიმართ იმდენად დიდი აგრესიაა საზოგადოებაში, ზიზღი და აგრესია, რომელიც მე ვიტყოდი, ხანგრძლივი და მუდმივია, პირდაპირ ასე უნდა ითქვას, იმიტომ, რომ შეიძლება პოლიტიკოსი და მმართველი მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ როცა მმართველის მიმართ ზიზღი და აგრესია გაქვს, ეს სამუდამოდ რჩება. აი ასეთი განწყობაა დღეს საზოგადოებაში. 75%-ზე მეტი, 80%-მდე, მე ასე ვიტყოდი, ქვეყანაში სააკაშვილის დაბრუნების და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის წინააღმდეგია. ჩვენ ყოველთვის ვზომავთ სურათს და ანალიზს ვუკეთებთ. აქედან გამომდინარე, მე მინდა ვთქვა და მოსახლეობას ვუთხრა, რომ ამ კომიკური კაცის მორიგ ანონსზე ზედმეტ ემოციებს ნუ დავხარჯავთ. სახელმწიფო მოახდენს რეაგირებას კანონის შესაბამისად და რა თქმა უნდა, ეს არასერიოზული კაცი შევა ციხეში. დარწმუნებით უნდა ითქვას, რომ ეს ასე მოხდება",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.