გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა 65 წლის მამაკაცი დააკავეს

23-04-2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერედან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 65 წლის მამაკაცი გაიტაცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 65 წლის დავით ნაპირელის დაკავების შესახებ ოჯახმა 21 აპრილს, გვიან ღამით, სამართალდამცველებისგან შეიტყო.

„იმ ტერიტორიაზე ყოველდღე საქონელი აჰყავს. ეტყობა, წყლის დასალევად გადავიდა და დაიჭირეს. შარშანაც ესე დაიჭირეს და წელსაც. ფაქტობრივად ეს ჩვენი ადგილია, მაგრამ ახალი გზა რომ გაკეთდა, იქით მოექცა“;

„თვე ისე არ გავა, რომ აქედან ერთი კაცი მაინც არ წაიყვანონ. ჯარიმას - 100 ლარს გადაიხდიან და ათავისუფლებენ“, - ამბობენ ადგილობრივები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

რუსმა სამხედროებმა 20 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარიაშენში 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილი დააკავეს, 17 აპრილს სოფელ ფლავისმანიდან 52 წლის თამაზ ილურიძე, 7 აპრილს კი სოფელ აძვიდან ელდარ გუნდიშვილი და თეიმურაზ კაზიროვი წაიყვანეს. ყველა მათგანი ამ დროისთვის გათავისუფლებულია.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული.

reginfo.ge