29-09-2021
მიმდინარე წლის 29 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 200ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც ნიშნავს, რომ მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე რეალიზებულია.
20ათასამდე მევენახემ ყურძნის რეალიზაციით 220 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.
გადამუშავებული ყურძნიდან 118 ათას ტონამდე რქაწითელია, 72 ათას ტონამდე საფერავი, 4,4 ათას ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ყურძნის გადამუშავების პროცესში რთველის დაწყებიდან დღემდე 220 დიდი, მცირე და საშუალო ღვინის საწარმო იყო ჩართული.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს. პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი.
ეს არის პირველი რთველი, როდესაც ფერმერი საწარმოებს ყურძენს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მევენახეობის კადასტრის ამონაწერის საფუძველზეაბარებს.
2021 წლის რთველი ყურძნის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.