გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ქვემო ქართლში ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები განიხილეს

23-04-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს დაეთმო. აღინიშნა, რომ პროცესში სამინისტროს ყველა უწყება თვითმმართველობებთან და სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად კოორდინირებულად იქნება ჩართული ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გასატარებელ ღონისძიებებში.

„დღეს, პირველი გამოწვევა არის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულებით აუცილებელია, მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც გუბერნიასთან, ასევე მუნიციპალიტეტის მერებთან. მნიშვნელოვანია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამსახურების სრული კოორდინაცია. სწორედ მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების დეტალები განვიხილეთ. ასევე საუბარი შეეხო სხვა საკითხებსაც, რომელიც მუნიციპალიტეტში არსებობს.“ - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები, საქართველოს მელიორაციის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ეროვნული სატყეო სააგენტოს ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ. სოლომონ პავლიაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროს რეგიონალური წარმომადგენლებისა და მუნიციპალიტეტების ერთობლივი სამუშაოების გააქტიურების აუცილებლობაზე.