გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

23-04-2018

თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე, სასტუმრო ,,გრანდ ვეჯინთან“ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. 

ერთმანეთს ,,ფორდისა“ და ,,ტოიოტას“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. 

დაშავებული კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. 

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"