გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ტიტე აროშიძე: მოვუწოდებ ყველა პასუხისმგებელ პირს და ამომრჩეველს უზრუნველყონ არჩევნების მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ჩატარება

1-10-2021

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე წინასაარჩევნო გარემოზე და არჩევნების დღეს მოსალოდნელ პროვოკაციებზე ისაუბრა და ამომრჩეველს, კომისიის წევრებს, დამკვირვებლებს და ყველას და ვინც ჩართულია საარჩევნო პროცესებში, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდა.


„როგორც მოგეხსენებათ, თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა ორი დღე, ფაქტიურად არჩევნების წინასაარჩევნო პროცესი მთლიანად ძალიან მშვიდ გარემოში წარიმართა. ჩვენ ვაპირებთ, რომ არჩევნების დღეს, რა თქმა უნდა იყოს სიმშვიდე და შესაბამისად მობილიზებულია როგორც ამომრჩეველი, ასევე მთლიანად კომისიები, იმისათვის რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად - განაცხადა ტიტე აროშიძემ.


მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან იგეგმება პროვოკაციული ქმედებები და მაქსიმალურად შეეცდებიან სარჩევნო უბნებზე სიტუაციის არევას. დაზუსტებული ინფორმაციით არის უბნები, სადაც ნაციონალური მოძრაობა ისევ პოლიტიკურად ბინძურ მეთოდებს იყენებს. როგორც ტიტე აროშიძემ განაცხადა, პროვოკაციების მოწყობა და უბნების ჩაშლა არის კანონმდებლობით დანაშაული და მათ შესაბამისი პასუხი გაეცემათ.


„მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩეველს, ასევე კომისიის წევრებს, დამკვირვებლებს და ყველას და ვინც ჩართულია საარჩევნო პროცესებში, უზრუნველყონ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ჩატარება მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ყოველგვარი პროვოკაციების გარეშე"-განაცხადა ტიტე აროშიძემ.