გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მამუკა მდინარაძე: დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ სააკაშვილი ჩვეულებრივი მაიმუნია

1-10-2021

საქართველოში არის კი არა, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი მაიმუნი. ამ კლოუნადისა და მისი ქმედებების სხვანაირად შეფასება შეუძლებელია - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


"ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა, იმალება... ეხლა სადღაც შემძვრალია და იქიდან გეგმავს რაღაცებს. ამაზე უტყუარი ინფორმაცია გვაქვს, რომ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია და არა თუ საქართველოში, სხვა ქვეყანაშიც კი არ არის.


მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ხვალინდელ არჩევნებზე ამ უპრეცედენტო თაღლითობას პასუხს გასცემს" - განაცხადა მდინარაძემ.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ამტკიცებს, რომ ის საქართველოშია, თუმცა ხელისუფლება ამ ინფორმაციას უარყოფს.