გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოსური პარლამენტის სპიკერი: „ოქრუაშვილმა 980 000 დოლარი შემომთავაზა, რომ 9 ავტორიტეტული ოსი ახალგაზრდა საქართველოს სახელმწიფო უწყებებში დასანიშნად“ შემერჩია

23-04-2018

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის პეტრე გასიევის მტკიცებით, ედუარდ კოკოითის მმართველობის პერიოდში საქართველოს თავდაცვის ექს–მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მას გორში შეხვდა და 980 000 დოლარი შესთავაზა იმაში, რომ მას 9 ავტორიტეტული ოსი ახალგაზრდა შეერჩია საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტების ხელმძღვანელების თანამდებობებზე დასანიშნად.

თავად გასიევს კი, მისივე მტკიცებით, ოქრუაშვილი შსს–ს დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეობას სთავაზობდა.

„ისინი [ქართველები] მზად იყვნენ, ყველგან აქაური ბიჭები დაესვათ. საბოლოო ჯამში, მათი გათვლით, მოხდებოდა ჩვეულებრივი ინტეგრაცია და ჩვენ უმტკივნეულოდ ვიქცეოდით საქართველოს ნაწილად“,– განმარტა ოსური პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვრცლად იხილით ბმულზე: http://accent.com.ge/ge/news/details/50935

accent