გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ის ჰუმანური ხელწერა, რომელიც ჩვენს დიდ გუნდს აქვს გამოკვეთილი, არის სწორედ ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა

2-10-2021

ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რატომ უნდა მისცეს ხმა „ქართულ ოცნებას". პირველი, მინდა აღვნიშნო, რომ ის ჰუმანური ხელწერა, რომელიც ჩვენს ოცნებას, ჩვენს დიდ გუნდს, ჩვენს პარტიას აქვს გამოკვეთილი, ეს არის სწორედ ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა და ის პროგრამები და განხორციელებული საქმეები, რომელიც ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, ქვეყანას არ ჰქონია, არც ომი, არც რაიმე სერიოზული კონფლიქტი და რაიმე დაპირისპირება.


„მეორე, მთავარი, რაც მინდა აღვნიშნო, ეს არის მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა, რომელიც მართლაც იყო სანატრელი და საოცნებო, იმიტომ, რომ გავიხსენოთ კარგად, ყველამ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობა არ დამყარებულა, არ დამდგარა. ჩვენთვის მართლაც საოცნებო იყო მშვიდობიანი ცხოვრება და ჩვენი ქვეყნის განვითარება. 90-იან წლებში ჩვენ მივიღეთ სამოქალაქო ომი, სწორედ ასეთი გაუაზრებელი, ცხელი თავებით და უპასუხისმგებლო ადამიანების ქცევების გამო, ძმათაშორის მკვლელობა, რამაც შემდეგ უკვე განაპირობა აფხაზეთის დაკარგვა, სამაჩაბლოს დაკარგვა დროებით, შემდეგ უკვე 2008 წლის ომში და მანამდე მოჰყვა კრიმინალების მმართველობა ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში. შემდეგ, კარგად მოგეხსენებათ, რომ 2008 წლის ომი თავიდან ვერ ავიცილეთ სწორედ ასევე უგუნური პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობის გამო, რამაც დროებით, ჩვენი ტერიტორიის 20% დაგვაკარგინა, ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები და სწორედ, მოვედით 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს და მას შემდეგ, თქვენ ნახეთ, რომ ქვეყანას არ ჰქონია, არც ომი, არც რაიმე სერიოზული კონფლიქტი, რაიმე დაპირისპირება არ მომხდარა ჩვენს ქვეყანაში, იმის მიუხედავად, რომ მუდმივად, პერმანენტულ რეჟიმში იყო მცდელობები ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის და ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი მთავარი დესტაბილიზაციის წყარო, ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ იყო სააკაშვილი, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, რომლებიც მუდმივად, ამ დესტაბილიზაციის, საბოტაჟის რეჟიმში გვამყოფებდნენ ჩვენ და ჩვენს მოსახლეობას. ამას გარდა, თუნდაც ჯანდაცვის პროგრამები, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, სოფლის მეურნეობის პროგრამები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეფორმა და რეალურად, ის პროგრამები, რომლებმაც, სხვათაშორის, გუშინ, ჩემი კაბინეტის წევრებთან ერთად, ჩვენ ჩავატარეთ ბრიფინგი და ჩვენს მოსახლეობას ერთგვარი ანგარიში ჩავაბარეთ" , - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სულ რაღაც რამდენიმე პროგრამის მეშვეობით შეიქმნა 53 000 ახალი სამუშაო ადგილი.


„4 მლრდ. ლარის ინვესტიცია განხორციელდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, აქედან 800 მლნ. არის ჩვენი მხრიდან თანადაფინანსებული. ეკონომიკის მიმართულებით, ადგილობრივი წარმოების განვითარება იქნება ეს, თუ ექსპორტზე ორიენტირებული იმპორტის ჩანაცვლების პროგრამები, გვაქვს ხელშესახები, რეალური პროგრამები. ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ტურიზმის მიმართულებით გვაქვს ზრდა და რეალური, ხელშესახები პროგრამები და მთავარი, მე მინდა გამოვყო, ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით წარმატებები. მოგეხსენებათ, რომ ვერც ერთმა ხელმძღვანელობამ, ვერც ერთმა მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო მანამდე რეალური, ხელშესახები შედეგების მიღწევა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს მოხდა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების პირობებში. მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ჩვენი მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას და უვიზო რეჟიმს. ჩვენი მოქალაქეები დღეს, უკვე რამდენიმე წელია, უვიზოდ გადაადგილდებიან ევროპის მიმართულებით. ეს, რა თქმა უნდა, არის ხელშესახები.


ჩვენ ამ 2 თვის განმავლობაში გვქონდა საშუალება, რომ დეტალურად ჩაგვებარებინა ანგარიში და მთავარს ვიტყოდი, რომ ჩვენი ხელწერა, ჰუმანური მთავრობა, ჰუმანური პოლიტიკა ჩვენი ხელისუფლების და პროგრესზე, განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა - ეს არის სწორედ ის მთავარი, რაც გამოარჩევს ჩვენს პარტიას და რაც მთავარია, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული პარტია, რაც გამოარჩევს სხვა დანარჩენი პარტიებისგან. ამის გამო, ვთვლი, რომ „ქართულ ოცნებას", არა მხოლოდ ამის გამო, ძალიან ბევრი მიზეზის გამო, დღეს ალტერნატივა არ ჰყავს. ვერავინ, ვერც ერთმა პარტიამ ვერ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია, შესწევს უნარი და ძალა, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, ერთის მხრივ და რა თქმა უნდა, გონივრულად და ხალხის ინტერესებში ამყოფოს ჩვენი ხელისუფლება და მეორეს მხრივ, ქვეყანა განავითაროს, წაიყვანოს წინ, მითუმეტეს რუსული ოკუპაციის პირობებში. ეს ყველაფერი, მთლიანობაში, მე, როგორც რიგით ამომრჩეველს, ბუნებრივია, მიბიძგებს იქითკენ, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდო სხვა დანარჩენ მოქალაქეებს, მხარი დაუჭირონ „ქართულ ოცნებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.