გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ტომას ზდეჩოვსკი პრემიერთან შეხვედრაზე: ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებით

2-10-2021

განვიხილეთ საქართველოში არსებული სიტუაცია და ჩვენი შესაძლო დახმარება სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის დეპუტატმა ტომას ზდეჩოვსკიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებით.


„დღეს განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობის მომავალი. ამჟამად ის ძალიან კარგ ნიშნულზეა.


მე თავად ჩეხეთიდან ვარ და საქართველოში ინვესტიციების მიხედვით მესამე ადგილზეა ჩემი ქვეყანა. იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც სტაბილური და პროაქტიული პარტნიორი იქნება საქართველო ჩეხეთთან, ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებთან მიმართებით", - აღნიშნა ტომას ზდეჩოვსკიმ.