23-04-2018
შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ დანიშვნისთანავე კაბინეტს და მანქანას მიაქცია ყურადღება. ,,ტოიტოტა ლენდ კრუიზერი", რომელსაც ყოფილი გუბერნატორი კახა სამხარაძე იყენებდა,
ავტოტექმომსახურების მიზნით ,,თეგეტა მოტორსში" შეამოწმებინა. ამისათვის 2900 ლარზე მეტი გაიხარჯა.
მანამდე, ყოფილმა გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, გუბერნატორის ადმინისტრაციის მანქანები კერძო სახელოსნოებში შეამოწმებინა, თანაც 63-ჯერ.
აკაკი მაჭუტაძემ კი, მანქანების შემოწმება მაინც გადაწყვიტა. გამოცვალა ხუნდები, ამორტიზატორი, შეამოწმებინა ბალანსირება. როგორც დოკუმენტით ირკვევა, ყოფილი გუბერნატორის ნაქონ ჯიპში წინა და უკანა საქარე მინები გასაწმენდი ყოფილა. ინვოისის მიხედვით, საქარე მინებს წმენდა დაჭირდა.
ფინანსური დოკუმენტებით ასევე ირკვევა, რომ კაბინეტში ახალმა გუბერნატორმა 160/70 სმ-იანი ზომის სარკე შეიძინა.
მისმა ადმინისტრაციის უფროსმა, ამავე დოკუმენტების მიხედვით, 1000 ცალი ერთჯერადი ჭიქები დაახვედრა. აკაკი მაჭუტაძე შიდა ქართლის გუბერნატორად 2018 წლის 2 აპრილს დაინიშნა. 20 დღეში ადმინისტრაციულ ხარჯებისთვის 3700 ლარი გაიხარჯა.