23-04-2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, „რუსთავი2 “- ის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, „რუსთავი2 “- ის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"მიმდინარე წლის 21 აპრილს, „რუსთავი2“ - მა 15:00 საათიან კურიერში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორულუს ადმინისტრაციული ერთეულის მკვიდრზე თ. დარასელიაზე გავიდასიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ დარასელიების ოჯახს მერიისგან დღემდე არავითარი დახმარება არ მიუღია.
ტელეკომპანიას, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის მურთაზ ზოდელავას აბსურდულ ბრალდებებზე საპასუხოდ მერიისთვის არ მოუმართავს და ეთერში გავიდა ცალმხრივად გაშუქებული ინფორმაცია. გვინდა განვაცხადოთ, რომ თ. დარასელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას დახმარებისთვის მხოლოდ 2015 წელს, უმწეო ოჯახების გათბობის საშუალებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში განცხადებით მომართა, რომელიც მერიის მხრიდან დაკმაყოფილებილ იქნა.
მუნიციპალიტეტის მერია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ კონკრეტული ოჯახისგან მუნიციპალიტეტში ამ დრომდე არ შემოსულა რაიმე ტიპის დახმარებაზე განცხადება.
ეთერში გასული სიუჟეტი, ემსახურება სიცრუის ტირაჟირების და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას"-ნათქვამია ზუგდიდის მერიის განცხადებაში.