გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებსა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლებს დააჯილდოვებს

4-10-2021

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს 15:00 საათზე, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში(დიმიტრი უზნაძის №68) აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოებას გამართავს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სისტემაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან ღვაწლმოსილი პედაგოგები.


ღონისძიების ფარგლებში ჟიული შარტავასა და ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიატებს დიპლომები გადაეცემათ.