გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რუსლან აბაშიძე: მინდა გამოვხატო პატივისცემა და მადლიერება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პედაგოგების მიმართ, მათ დიდი ზეწოლისა და გამოწვევების ფონზე უწევთ პროფესიული საქმიანობი სშესრულება

5-10-2021

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით მასწავლებლებს, მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ!

განუზომელია თქვენი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე. მჯერა, რომ ქვეყნის წარმატება და განვითარება განათლების სისტემის ხარისხზეა დამოკიდებული. თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ განათლებული საზოგადოების ფორმირებაში.

მინდა გამოვხატო პატივისცემა და მადლიერება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პედაგოგების მიმართ, მათ დიდი ზეწოლისა და გამოწვევების ფონზე უწევთ თავიანთი პროფესიული საქმიანობის შესრულება. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ძალღონეს არ დაიშურებს იმისთვის, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, განათლების მშობლიურ ენაზე მიღების საშუალება ქონდეთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით თქვენი ღვაწლისათვის!