გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაალ ანჯაფარიძე: აშშ-ს საელჩოს განცხადება არჩევნებთან მიმართებაში, იყო სხვა არაფერი თუ არა ცეცხლზე ნავთის დასხმის მცდელობა

5-10-2021

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, სტატუსს აქვეყნებს საერთაშორისო დამკვირვებლების რეაქციებზე ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით.
,,როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ვალდებული ვარ რამდენიმე მოსაზრება გამოვთქვა საერთაშორისო დამკვირვებლების (აშშ, ევროკავშირი) რეაქციებზე ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით

📎 "შეშფოთება ძალადობის, დაშინებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობებით..., " ეს დისკურსი წითელ ხაზად გასდევს მათ შეფასებებს. თუმცა, ჯერ ფართო საზოგადოებას არ უნახავს ამის დამადასტურებელი ფაქტოლოგია, თუ არ ჩავთვლით ოპოზიციის პროვოცირებული ძალადობის მაქსიმუმ 3-4 შემთხვევას. ვხედავთ და ვისმენთ მხოლოდ სპეკულაციებს

📎 "ცნობები" რაზედაც საერთაშორისო დამკვირვებლები აპელირებენ, ემყარება ძირითადად ყველასათვის ცნობილი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების "სამეულის" ე.წ. ანგარიშებს, რომლებშიც მოყვანილი ფაქტები ცესკომ არაერთხელ ფაქტებითვე უარყო

📎 ყველამ იცის რომ ეს "სამეული" იმყოფება ხელისუფლებასთან მწვავე პოლიტიკურ კონფრონტაციაში (ეს არაერთხელ დადასტურებულა!). შესაბამისად, მათ ანგარიშებში მოყვანილი და შემდეგ საერთაშორისო წრეებისთვის მიწოდებული ცნობები თავისთავად ვერ იქნება ბოლომდე ობიექტური და მიუკერძოებელი.

📎ანგარიშებში მოყვანილი ცნობები მეტწილად ეფუძნება ვარაუდებს და აღქმებს, დაინტერესებული პირების მონაყოლს, რაც ნამდვილად ვერ ჩაითვლება ჭეშმარიტების ინდიკატორად

📎აჩვენონ საზოგადოებას დაშინებული, ზეწოლის ან ძალადობის ობიექტი მოქალაქეები, ალაპარაკონ კამერის წინაშე, ჩაიწერონ მათი ინტერვიუ, დაადასტურონ ავთენტურობა და ა.შ. ამის მერე შეიძლება დავიჯეროთ ის რასაც წერენ.

📎მათ ქმედებებში ცალსახად იკითხება ოპოზიციის (იკითხე ნაცმოძრაობის და მისი სატელიტების) სიტუაციური მოკავშირეობა, ან უფრო უარესი, პოლიტიკური შეკვეთის შესრულება - მოხდეს არჩევნების დსკრედიტაცია და დელეგიტიმაცია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვან ის რასაც ეხლა ამბობენ, ხოლო ოპოზიციას მიეცეს საპროტესტო აქციების საფუძველი.

📎თუ აქციებით წარმატებას მიაღწიეს, ისევე როგორც 2003-2004 წლებში, აღნიშნული ენჯეოების ლიდერები "დაჯილდოვდებიან" ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობებით. ეს პრაქტიკა ხომ გავლილი გვაქვს!

📎ადრეც დავწერე და აქაც გავიმეორებ, აშშ-ს საელჩოს განცხადება არჩევნებთან მიმართებაში, იყო სხვა არაფერი თუ არა ცეცხლზე ნავთის დასხმის მცდელობა და ეს მერე აიტაცეს აქაურმა ოპოზიციამ, მერე სენატორებმა და კონგრესმენებმა. ისე კარგი იქნება თუ საკუთარ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გაიხსენებენ!

📎მაკვირვებს ხელისუფლების საგარეო ბლოკის პოზიცია, რომელიც არის უცნაურად პასიური, დამნაშავე მოწაფის მსგავსი. თავდაცვის პოზაში ჩადგომის ნაცვლად, ფაქტების წარმოდგენა მოსთხოვონ და ალტერნატიული ინფორმაცია წარუდგინონ, თუკი გააჩნიათ. არჩევნებს ხომ სხვა ორგანიზაციებიც აკვირდებოდნენ'' - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ