გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თელავში „ზებრა“ გადასასვლელზე 16 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა

23-04-2018

თელავში, ერეკლე მეორის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეს "ოპელის" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 16 წლის გოგონა „ზებრა“ გადასასვლელზე გადადიოდა.
შეჯახების შედეგად ახალგაზრდამ სხეულის სხვადახვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროის მონაცემებით სტაბილურად მძიმეა და გამოკვლევები უტარდება.
შსს- ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"