გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიხეილ ჩხენკელმა STS ფორუმის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მე-18 ყოველწლიური მრგვალი მაგიდის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

5-10-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა STS Forum-ის (ScienceandTechnologyinSocietyForum) ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მე-18 ყოველწლიურ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 57 ქვეყნის წარმომადგენლებმა პოსტპანდემიური მსოფლიოსთვის არსებული გლობალური გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.


მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ საქართველოში პანდემიის პირობებში შექმნილი ის პროექტები გააცნო, რომლებიც სისტემის განუყოფელ ნაწილად იქცა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ Covid-19-ის პანდემიის შედეგად არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში ახალი შესაძლებლობები გაჩნდა და მეცნიერულ პროგრესს მიეცა დასაბამი.


მიხეილ ჩხენკელი: „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ დისტანციური სწავლების ფორმატზე სწრაფად გადასვლა შეძლო და საგანმანათლებლო სივრცეს მრავალფეროვანი ინსტრუმენტები და პლატფორმები შესთავაზა. დაიწყო ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“, რომელმაც განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველყო. აღნიშნული პროექტები სისტემაში დარჩა და მის განუყოფელ ნაწილად იქცა. მჯერა, რომ პანდემია უნდა განიხილებოდეს როგორც შესაძლებლობა, რომელიც ინოვაციურ და პოზიტიურ ტენდენციებს აჩენს“.


STS ფორუმი ყოველწლიურად იმართება. წელს იგი დისტანციურ რეჟიმში 2-5 ოქტომბერს ტარდება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, მეცნიერები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იღებენ.