ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
გორში მეუღლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

23-04-2018

გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალი, მეუღლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის გამო, ედება. სასამართლომ ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება სისხლის საართლის კოდექსის ორი მუხლით: 126-ე პრიმა (ოჯახური ძალადობა) და 11-115-ე (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) მიმდინარეობს. პროკურატურის ცნობით, ქალმა თვითმკვლელობა ვენების გადაჭრით სცადა, თანაც მეორედ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო სამ თვეში (იანვარი-მარტი) ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 855 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა, მსხვერპლთა დაცვის მიზნით, შემაკავებელი ორდერი კი, 1402 პირის მიმართ გამოსცეს. 

ამათგან, ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით, დაკავებულია მხოლოდ ერთი პირი. 

რაც შეეხება სხვა ფაქტებს, ბრალდებულთა ძირითადი ნაწილი დაკავებულ იქნა ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით. ამ კუთხით შიდა ქართლი რეგიონებს შორის მე-4 ადგილზეა. მაგალითად, თბილისში დაკავებულ იქნა 424 პირი, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში - 78, ქვემო ქართლში - 76, კახეთში - 68, შიდა ქართლში - 66, აჭარაში - 40, სამცხე-ჯავახეთში - 39, სამეგრელოში - 25, გურიაში - 25, მცხეთა-მთიანეთში - 14.

"შიდა ქართლი"