გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არჩილ თალაკვაძე: დემოკრატია, სადაც ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, არ არსებობს

5-10-2021

„დემოკრატია, სადაც ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, არ არსებობს. ერთადერთი პროგრამა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციურ ბანაკს ქონდა, იყო როგორმე „ქართლი ოცნება" 43 პროცენტზე ქვევით ჩამოეყვანა. ვერ შეძელით ესეც, ვერ შეძელით იმიტომ, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ვინ არის ამ რადიკალურ ბანაკში და ძალიან კარგად იცის ვინ არის მათი რეალური ლიდერი",-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


მისი განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები ოპოზიციას მიუთითებს, რომ ბოიკოტის და საბოტაჟის რეჟიმიდან სამუშაო პროცესზე უნდა გადავიდნენ.


„ქართული ოცნება" არის მომავალზე ორიენტირებული პარტია, სწორედ ამიტომ გვქონდა ჩვენ განახლებული და მომავალზე ორიენტირებული პროგრამა და გვყავდა განახლებული გუნდი. თუ თქვენ დამარცხდით ამ არჩვენებში, დამარცხდით იმიტომ, რომ თქვენი დაპირებები არ მოუსმენია ხალხს. დღეს, როდესაც საეთაშორისო პარტნიორების განცხადებები გვესმის, რომ ოპოზიცია უნდა ჩაერთოს რეფორმებზე მუშაობის პროცესში, ეს გახლავთ პირდაპირი სიგნალი თქვენი მისამართით, რომ გადახვიდეთ სამუშაო პროცესში, სამუშაო რეჟიმში, არა საბოტაჟის, არა ბოიკოტის, არამედ სამუშაო რეჟიმში.


დღეს ჩვენი ამოცანა არის ის, რომ შემდეგი წლები დავუთმოთ რეფორმებს, რაზეც ჩვენი პარტნიორებიც საუბრობენ ამ დღეებში, და ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას, შემდეგ სამ წელიწადში ძირითად ენერგიას, ძირითად ყურადღებას სწორედ იმ საკითხების გადაჭრას დავუთმობთ, რომელიც თითოეულ ოჯახს და ადამიანს აწუხებს ამ ქვეყანაში",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.