გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენციები დღეს ზუგდიდსა და ქუთაისში გაიმართება

24-04-2018

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რეგიონულ კონფერენციებს დღეს ზუგდიდსა და ქუთაისში გამართავს. კონფერენციაზე საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებსა და ყრილობის დელეგატებს აირჩევენ.
კონფერენცია ზუგდიდში 13:00 საათზე, ხელოვნებისა და განვითარების ცენტრში, ხოლო ქუთაისში 15:30 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. 
მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 
რეგიონული კონფერენციები უკვე გაიმართა მცხეთაში, გორში, ახალციხეში, რუსთავში, თელავში, ამბროლაურში, ბათუმსა და ოზურგეთში.