გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნათია თურნავა: შუა დერეფნით კონტეინერების მოძრაობა ჩინეთიდან საქართველომდე 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით გაიზარდა 12,9%-ით, ხოლო 2021 წლის პირველ ნახევარში 260 პროცენტით

6-10-2021

„მინისტერიალზე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ ყველა იმ მიმდინარე პროექტზე, რომელიც ზრდის ტვირთნაკადებს ჩვენს დერეფანში და კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს საქართველოს, როგორც გეოპოლიტიკური სტრატეგიული ჰაბის როლს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლში ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტერიალში მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ სტამბოლის მაღალი დონის ფორუმი პანდემიის შემდეგ პირველად ტარდება და მასში 20 -ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს.


„საქართველოს როლი დერეფანში ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოზე გამავალი ე.წ. შუა დერეფანი ყველაზე მოკლე გზაა ევროპიდან აზიამდე და ეს ტვირთნაკადის ზრდამაც დაადასტურა. COVID-19-ის დროსაც კი ჩვენ შევძელით ჩვენი მარშრუტების ფუნქციონირების და ზრდის ტენდენციის შენარჩუნება. კერძოდ, კონტეინერების მოძრაობა შუა დერეფნის გასწვრივ ჩინეთიდან საქართველომდე 2019 წელთან შედარებით 2020 წელს გაიზარდა 12,9%-ით, და ეს მაჩვენებელი 260% -ითაა გაზრდილი 2021 წლის პირველ ნახევარში," - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის რეგიონალური სატრანსპორტო პროექტები, რომლებიც ხორციელდება, პირველ რიგში, ესაა ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი რკინიგზა, რომელიც ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს.


თურქეთში ვიზიტის დროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სხვა ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრებთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს ტრანსკასპიურ ოთხმხრივ მინისტერიალში აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის დელეგაციებთან ერთად, რომლის დროსაც მინისტრები განიხილავენ ე.წ. შუა სატრანსპორტო დერეფნის პოპულარიზაციისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხებს.