გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურასთან დევნილი მანანა თაკალანძე ექვს შვილთან ერთად შიმშილობას იწყებს

24-04-2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურასთან დევნილი მანანა თაკალანძე ექვს შვილთან ერთად შიმშილობას იწყებს. როგორც თაკალანძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას კუთვნილი ბინა თაღლითური გზით შპს "სუპერმარკეტის" დირექტორის მოადგილე მანანა ბარძემაშვილმა წაართვა. თაკალანძე ზუგდიდის რაიონულ პროკურორ ლევან სალიასთან შეხვედრას და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. 

"დამიბრუნონ ჩემი სახლი, რომელიც მოტყუებით წამართვეს. მანანა ბარძემაშვილი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ბინას, რომელიც მე 2017 წელს თაბუკაშვილზე დევნილთან ჩასახლებაში მივიღე, სოფლად სახლში გაგიცვლიო. მე რადგან ექვსი შვილი მყავდა და მაწყობდა სოფელში სახლი, დავთანხმდი. მერე ისე მოხდა, რომ ჩემი ბინა გადაიფორმა და მე დავრჩი გარეთ. ვითხოვ ამ საქმის გამოძიებას. არ მაქვს არსად წასასვლელი და აქ დავჯდებით მე და ჩემი შვილები", - ამბობს მანანა თაკალანძე.

ადგილზე მისი ადვოკატი თანდილა ჯოლოგუაც იმყოფებოდა. მისი თქმით, საქმის გამოძიება დაწყებულია, მაგრამ რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბინის ქირას ვერ იხდის და გარეთ რჩება, საქმის დაჩაქარებულად გამოძიებას ითხოვს.

შპს „სუპერმარკეტის“ დირექტორის მოადგილე მანანა ბარძემაშვილი, რომელსაც აფხაზეთიდან დევნილი მანანა თაკალანძე ბინის მოტყუებით წართმევაში ადანაშაულებს, ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. მისი ინფორმაციით, გაუგებარია, რაში ადანაშაულებენ თაკალანძეები მას. ბარძემაშვილი ამბობს, რომ გაცვლის შესახებ შეთანხმება კანონის სრული დაცვით შედგა, რაც შეეხება სახლის გადაფორმებას, ეს პროცედურულ საკითხებს უკავშირდება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 180-ე, თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"